გადაცემა “ანალიტიკასთან” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ არსებული გაცვლითი კურსი ზედმეტად გაუფასურებული იყო.
“კურსი, რომელიც გვქონდა რამდენიმე დღის წინ, ჩვენი შეფასებით, ის იყო ზედმეტად გაუფასურებული. ვხედავთ, რომ გუშინ და დღეს კურსმა ტრენდი შეიცვალა,”- განაცხადა მესტვირიშვილმა.
ამასთან, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებული შოკის ფონზე ეროვნული ბანკი მომავალშიც აქტიურად იქნება წარმოდგენილი სავალუტო ბაზარზე და სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის პირდაპირი ინტერვენციების გამოყენებით, ბაზარზე ლიკვიდობის ზრდას შეუწყობს ხელს.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ინტერვენციები არის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენ $100 მილიონი დოლარი უკვე გავყიდეთ და გავაგრძელებთ საჭიროებიდან გამომდინარე ინტერვენციებს.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ინტერვენციები არის არა კურსის ერთ ნიშნულზე დაჭერის ინსტრუმენტი, არამედ ბაზრის ლიკვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტი. თავად კურსი იქნება იმ ნიშნულზე, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავენ.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები არის ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი და ჩვენ თუ დავინახეთ, რომ საბანკო სექტორში არის უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობის საჭიროება, ჩვენ მას შევარბილებთ. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.
თავად საბანკო სექტორში აქტივების ხარისხი არის გაუმჯობესებული. ამას ხელი შეუწყო მათ შორის “ჭარბვალიანობის” წინააღმდეგ რეგულაციებმა, რათა დღეს უფრო მომზადებული ვყოფილიყავით ამ შოკის წინაშე,”- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ვალუტა როგორც ევროსთან, ასევე დოლართან მიმართებით საგრძნობლად გამყარდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.28 ლარი, ერთი ევროს ღირებულება კი 3.62 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?