"ლარის კურსი კრიტიკულ ზღვარზეა და მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ამაზე გავლენას ვერ მოახდენს", - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.
„რეალურად, ლარის კურსი მეტწილად განსაზღვრავს ბიზნესის სტაბილურობას. საკითხი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო, ვიდრე მსხვილ ბიზნესებს. პრობლემები ჩვენც გვაქვს, თუმცა ასევე გვაქვს მეტი რესურსი, რომ ეს მოვაგვაროთ. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალია - ეს არის სწორედ მისახედი სექტორი, რომელზეც გავლენას ახდენს ლარის კურსი.
კურსი კი დღეს კრიტიკულ ზღვარზეა და მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა ფუნდამენტური საკითხებია მოსაგვარებელი. საჭიროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რეფორმების გაგრძელება. ასევე საჭიროა ჭკვიანი კანონმდებლობის შემოტანა, იგივე საგადასახადო სისტემაში, რომელიც კონკრეტულად დარგებზე იქნება ორიენტირებული. ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩაიხსნას, რაც საბოლოოდ, ლარის კურსში აისახება პოზიტიურად“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
მისივე თქმით, მსხვილ ბიზნესს ნამდვილად აქვს ჰეჯირების შესაძლებლობა კურსის ცვალებადობის მიუხედავად, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია - არა.
24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2897 ლარი გახდა, რაც უკანასკნელი თვეების პიკურ გაუფასურებას წარმოადგენს.
სებ-მა წელს უკვე 450 მლნ დოლარზე მეტის ინტერვენცია განახორციელა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ