მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის და მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა - კოვზანაძის კითხვები სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატს

60e821ad9c81b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 13:24
682
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, კომიტეტზე სებ-ის საბჭოს წევრების მოსმენისას ერთ-ერთ კანდიდატს ეკატერინე მიქაბაძეს კითხვები ლარის კურსისა და მონეტარული პოლიტიკის შესახებ დაუსვა და აღნიშნულ საკითხებზე მისი ხედვით დაინტერესდა.

„არავინ დაობს და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ ლარის თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მნიშვნელოვანია. მოკლევადიან ჭრილში ლარის 15-, 20-, 30- პუნქტიანი გაუფასურება ან გამყარება, რა გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და ბიზნეს გარემოზე?

ეკონომიკაში სხვადასხვა ზომის და ბუნების შოკები მუდმივად არის და მომავალშიც იქნება. რა ტიპის შოკების პროგნოზირებაა შესაძლებელი? არ ვგულისხმობ ისეთ შოკებს, როგორიცაა კოვიდინფექციით გამოწვეული და მსგავსი. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ანალიზის და პროგნოზის დეპარტამენტის როლი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს?“, - მიმართა ირაკლი კოვზანაძემ ეკატერინე მიქაბაძეს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ყოფილი ხელმძღვანელი ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.

კომიტეტმა სამივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათი დამტკიცება პარლამენტის სესიაზე უნდა მოხდეს.