მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლარის კურსის დასტაბილურების ტენდენცია თუ შენარჩუნდა მედიკამენტების ფასები 10-15%-ით შემცირდება”

60f06a82e2fb1
ანუკა ჯოხაძე
16.07.21 00:00
718
“ლარის კურსის დასტაბილურების ტენდენცია თუ შენარჩუნდა მედიკამენტების ფასები 10-15%-ით შემცირდება”- ეს განცხადება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. როგორც დღეს ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, როგორც გაცვლითი კურსის, ისე ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილში დადებითი ტენდენციაა, რაც საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების სარეალიზაციო ფასის შემცირებას ველოდოთ.

“მედიკამენტი არის ის პროდუქტი, რომლის შემოტანის დაგეგმვა არ ხდება ერთ დღეში ან ორ დღეში. საწარმოო ხაზში, რომ მივიღოთ მედიკამენტი უნდა დავჯავშნოთ ქარხანაში 5-6 თვით ადრე. ანუ დღეს რომ ადგილობრივი დისტრიბუტორი იტყვის მჭირდება მედიკამენტი, რომ აფთიაქში დავდო, მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება რომ ჩამოვიდეს. 3-4 თვე გვჭირდება, რომ ვიცოდეთ როგორი მერყეობა იქნება ეროვნული ვალუტის, რომ შემდეგ ვისაუბროთ რა ფასი იქნება. ტენდენცია დადებითია, ლარი მყარდება. ასევე დადებითია ტენდენცია ტრანსპორტირების ხარჯების კლებისკენ. თუ ეს გაგრძელდა მედიკამენტების სარეალიზაციო ფასი უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში 10-15%-ით მაინც უნდა შემცირდეს. ესაა გასაშუალოებული მოლოდინი", - აცხადებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი.