მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლარის კურსის გამყარება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს”-მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC

60b9042cefca4
ანუკა ჯოხაძე
03.06.21 23:00
1251
3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1524 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 15 სექტემბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" დირექტორი გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ ეს გამოცოცხლება ბიზნესს დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებაში დიდი წილი აპრილში ეკონომიკის თითქმის 45%-იან ზრდას ჰქონდა, თუმცა, პეტრიაშვილის აზრით, თავისი გავლენა მთავრობის მხრიდან ევროობლოგაციების განთავსებამაც იქონია.

“ეკონომიკაში აპრილში იყო საკმაოდ კარგი ზრდა დაფიქსირებული. პირველ რიგში ეს არის ლარის კურსის გამყარების ახსნა. ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ცუდი მოლოდინები იყო, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე შეიცვალა პოზიტიურისკენ. ამანაც იქონია თავისი გავლენა. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოს მთავრობამ ევროობლოგაციები განათავსა, რაც ლარის კურსი გამყარების ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო. არ ვიტყოდი, რომ ეს გამაყრება დამშვიდების საფუძველს გვაძლევს, ეს იმედის პირველი ჩანასახია. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტურად მოხდება ვაქცინაცია. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკული სტაბილურობაც", - აცხადებს მიკრსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" დირექტორი გია პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
MBC-ის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ეს ინსტრუმენტი არ ყოფილა პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა, მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებაში დიდი წილი სებ-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ჰქონდა.