„ვისოლი“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე საწვავზე არსებულ სარეალიზაციო ფასებს შეინარჩუნებს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თუ ორივე მიმართულებით ფასების კლების დინამიკა დაფიქსირდა, კომპანია ფასებს, დაწევის მიმართულებით გადახედავს.
„ლარის გაცვლითი კურსის უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, „ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობის ფონზე და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდრინდელი დინამიკის გათვალისწინებით, საწვავზე სარეალიზაციო ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას შეძლებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლის“ საწვავი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, „უნიქარდით“ სარგებლობისას ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად ლიტრ საწვავზე 10 თეთრ, ხოლო უქმე დღეებში 15 თეთრ დანაზოგს იღებს.
„ვისოლის“ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურზე კი ქსელთან შედარებით 15 თეთრი სხვაობა მომხმარებელს „უნიქარდით“ ჯამში კიდევ უფრო მეტი დანაზოგის შესაძლებლობას აძლევს. ამას გარდა, Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებიც უკვე თბილისში, რუსთავში, საგურამოსა და ქუთაისშია, ქსელთან შედარებით „უნიქარდით“ მუდმივად 15-20 თეთრით იაფია საწვავი.
შეგახსენებთ, რომ უკვე 10 წელია „ვისოლი“ საქართველოს ნავთობსექტორში უნიქარდის ექსკლუზიური პარტნიორია.
კომპანიის ინფორმაციით, „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ ქვეყანაში საცალო ბაზრის ლიდერია.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა