მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსზე მთავრობის, სებ-ისა და ბიზნესის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება - ბუცხრიკიძე

606454fb72f7e
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.21 14:52
784
ლარის კურსზე მთავრობის, სებ-ისა და ბიზნესის მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა გაიმართება- ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ლარის კურსის საკითხი და ბიზნესასოციის წევრმა იმპორტიორებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემას, რამდენადაც ეს მათზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.

ბანკირი ამბობს, რომ პრემიერი მათ ამ საკითხზე შეხვედრას კიდევ დაპირდა.