Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ფიქრობს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის გამყარებას მოლოდინებიც უწყობს ხელს. როგორც მან BMG-ის უთხრა, მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი რომ ერთი მხრივ აპრილში სავალუტო შემოდინებების კუთხით არსებული დადებითი ტენდენცია გაგრძელდება, მეორე მხრივ კი ფიქრობენ, რომ ლარი ზაფხულში კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. აქედან გამომდინარე, Galt&Taggart-ის ეკონომისტი ფიქრობს, რომ ახლა ლარზე ეს მოლოდინები დადებითად აისახება. ცნობისთვის, 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარია.
“ვხედავთ, რომ ლარი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ ლარის ნომინალურ ეფექტურ და რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსებს, რომლებიც ძალიან გამყარებულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლარი არა მხოლოდ ერთ რომელიმე ვალუტასთან მიმართებით არის გამყარებული, არამედ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართებითაც გამყარებულია. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ლარი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამისი მოლოდინი გვქონდა. შესაბამისად, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი მეტისმეტად გამყარებულია. მოკლევადიან პერიოდში გადახრები ორივე მიმართულებით არის: ზედმეტად გაუფასურებისა და ზედმეტად გამყარების კუთხით, თუმცა საშუალო პერიოდში რასაც ფუნდამენტური ფაქტორები მოითხოვს, ლარი იმ კურსს მაინც დაუბრუნდება”, - აცხადებს ქავთარაძე.
მისივე თქმით, აპრილის მონაცემებით სავალუტო შემოდინებები დადებითი იყო, თუმცა მათი მდგრადობა ლარის გაცვლითი კურსისთვის მნიშვნელოვანია.
“აპრილის მონაცემებმა გააჩინა მოლოდინები, რომ ლარი კიდევ გამყარდება. შესაბამისად, ეს აისახა კურსზე, თუმცა წინ წლის მეორე ნახევარი გვაქვს. მოგეხსენებათ, სექტემბრიდან ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები იკლებს, ასევე იზრდება საბიუჯეტო ხარჯვა განსაკუთრებით მე-4 კვარტალში, თუმცა წლის ბოლოსთვისაც კურსის ტრაექტორიას ისევ სავალუტო შემოდინებები განსაზღვრავს. ლარმა რომ გააგრძელოს გამყარების ის ტრენდი, რაც მარტის ბოლოდან აქვს, ნაკლებად მოსალოდნელია”, - ამბობს Galt&Taggart-ის წარმომადგენელი.
ლაშა ქავთარაძის განცხადებითვე, 2022 წელს ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მათი მოლოდინით ქვეყნის ექსპორტი წელს 15-20%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდა გარკვეული საექსპორტო პროდუქტების სასუქების, წიაღისეულის და ა.შ ხარჯზე მოხდება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ზოგიერთი პროდუქტის მათ შორის, ღვინის ექსპორტი შემცირდეს.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, რომელმაც აპრილში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ქავთარაძე ფიქრობს, რომ შემდეგ თვეებში ასეთი მაჩვენებლის შენარჩუნება ნაკლებად მოსალოდნელია. 2021 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა 2.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება