მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში არის მშვიდობა და ამ მშვიდობითაც ხელისუფლება იწერს ქულებს“ - კობახიძე

62c55cfa5a4e1
BM.GE
06.07.22 14:10
522
„ქვეყანაში არის მშვიდობა და ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ეს ხელისუფლების დამსახურებაა.

„ქვეყნაში არის მშვიდობა და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს, რომ ეს ხელისუფლების დამსახურებაა და ამ მშვიდობითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. მეორე - ქვეყანაში არის სიმშვიდე და ამ სიმშვიდითაც ხელისუფლება იწერს ქულებს და სიმშვიდე მოსწონს საზოგადოებას. ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან 10.4% გვქონდა. წელს პირველ ხუთ თვეში 11.2% გვაქვს; ამითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ხელისუფლება, "ქართული ოცნება" დაიწერს ქულებს. მათ <ოპოზიციის> ინტერესში არ შედის, რომ ხელისუფლებამ დაიწეროს ქულები და უნდათ ქულები დაიწეროს ოპოზიციამ და ზუსტად ამის საპირისპიროში ხედავენ ისინი ქულების დაწერის შანსს, რომ არ იყოს მშვიდობა და იყოს ომი, არ იყოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და იყოს რეცესია და არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.