მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის რყევები, გარკვეულწილად აჟიოტაჟით არის გამოწვეული“ - არჩილ ბაკურაძე

620e26a84aa79
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 00:10
1927
„ლარის რყევები, გარკვეულწილად აჟიოტაჟით არის გამოწვეული“ - ასე აფასებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების, ხოლო შემდეგ გაუფასურების პროცესს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

ის მომხმარებელს სესხის აღებას იმ ვალუტაში ურჩევს, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

„ლარის კურსის რყევა ვფიქრობ, ბუნებრივი პროცესია. გარკვეულწილად რყევები აჟიოტაჟით არის გამოწვეული. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ სესხების მიღების დროს არ აიღონ თავის თავზე სავალუტო რისკები, ისესხონ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ“, - თქვა არჩილ ბაკურაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელ მერყეობაზე გააკეთა კომენტარი. თებერვლის დასაწყისში ლარი დოლართან მიმართებით 5%-ით გამყარდა და კურსი 2.92-მდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კურსი კიდევ გაუფასურდა და ის დოლართან 3 ლარის ნიშნულს დაუახლოვდა.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მსოფლიოს არცერთი ცენტრალური ბანკი კურსის ასეთ მოკლევადიან მერყეობაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმია, კურსს მერყეობა მომავალშიც ექნება.