მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ Bloomberg-ზე საერთაშორისო საინვესტიციო კამპანია დაიწყო

628e0757c6051
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 14:45
975
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და Bloomberg-თან თანამშრომლობით საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო და საიმიჯო კამპანია გაეშვა.

„Georgia – A Pleasure Doing Business” კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე, Bloomberg-ის ვებგვერდზე, გასავრცელებლად საიმიჯო ვიდეორგოლები, სტატია და სხვადასხვა სახის მასალები დამზადდა.

კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი საინფორმაციო ვიდეორგოლია, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე პირები საუბრობენ.

კერძოდ, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი, ალექსანდრე მირონენკო და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი შოკრუხ ბარათოვი.

აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს მოიცავს.