„ლარისთვის საშიშროება იქნება ფულადი გზავნილების შენელება,“ - ამის შესახებ BMG-ის საერთაშორიშო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განუცხადა.
კითხვაზე - რამდენად შეიძლება, საახალწლო პერიოდში ლარის გამყარებას ველოდოთ, ფადი ასლი ამბობს, რომ უახლოეს ერთ თვეში მკვეთრ ცვლილებებს არ პროგნოზირებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ლარისთვის საშიშროება იქნება ფულადი გზავნილების შემცირება, რაც დღეს ქართული ეკონომიკის მთავარი საყრდენია.
„ვფიქრობ, რომ დოლარი დარჩება იმ დონეზე, რაც არის, ის მკვეთრად არ შეიცვლება, რადგან ჩვენ კვლავ ვიღებთ ფულად გზავნილებს. ლარისთვის საშიშროება იქნება ფულადი გზავნილების შენელება, ექსპორტი ძალიან არ გაიზრდება, იმპორტი კი გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ბალანსი იქნება ძალიან დიდი და ფულადი გზავნილები არ იქნება საკმარისი ბალანსის სხვაობის ასანაზღაურებლად. გასული თვის შემდეგ, ჯერ კიდევ გვაქვს 6 მილიარდი დოლარის მინუსი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავფაროთ ეს მინუსი, მაგრამ როდის დავფარავთ? უცხოური ფულადი გზავნილები შეიძლება შეწყდეს ან შემცირდეს ნებისმიერ დროს. და თუ შემცირდება, აუცილებლად დოლარზე მეტი მოთხოვნა გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს და ეს გაზრდის დოლარს. ასე რომ, ეს არის საფრთხე, მაგრამ მე არ ვხედავ, რომ ეს დაუყოვნებლივ მოხდება,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
რაც შეეხება ინფლაციას, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მყარად არაა დარწმუნებული იმაში, რომ 2023 წლის ბოლოს გლობალურად ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს.
„გვაქვს ორი ფაქტორი: ერთი ფაქტორი არის საერთაშორისო, რომელიც მიწოდების ჯაჭვზეა დამოკიდებული. მიწოდების ჯაჭვების პრობლემები კი Covid-ის შემდეგ არსებობს. ფასები მკვეთრად გაიზარდა და ამან გლობალურად ინფლაციაზე გავლენა მოახდინა. ჩვენ ასევე გვაქვს შიდა ინფლაცია, რაც განპირობებულია იმ რუსებით, უკრაინელებით და ბელარუსებით, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბევრი მიმართულებით ისინი ძალიან დიდ მოთხოვნას ქმნიან, რაც ბუნებრივია, ფასებს ზრდის. მაგალითად, ბინის დაქირავების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე 70%-ითაა გაზრდილი. გარე ინფლაცია შეიძლება იყოს კონტროლირებადი და შეიძლება შემცირდეს, რადგან ის მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება. მაგრამ შიდა ინფლაცია უფრო რთულად კონტროლდება. ასე რომ, ყველა ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მათ სჯერათ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაცია სამ ან 3.5%-მდე დაეცემა. მე არ ვარ ისეთი დარწმუნებული, როგორც ისინი,“ - განაცხადა BMG-სთან ფადი ასლიმ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი