16.აგვისტო .2019 19:41

ლარში ბინების ფასი გაიზარდა, დოლარში კი - შემცირდა

views 763
უკან

თბილისის უძრავი ქონების ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან 2,6%-ით არის გაზრდილი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დოლარში -1,4%-ით არის შემცირებული,- ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთ განახლდა და ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

კვლევაში მითითებულია, რომ ეს სხვაობა გაცვლითი კურსის ცვალებადობით აიხსნება.

ახალ ბინებში ერთი კვ.მ.-ის საშუალო ფასი დოლარში 736$-ს შეადგენს, ხოლო ძველ ბინებში 656$-ს, რაც ახალ ბინებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

ყველაზე ძვირიანი უბნების სტატუსს ინარჩუნებენ ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო, სადაც ახალ ბინებში ერთი კვ.მ საშუალოდ 1,036$, 1,017$ და 937$ ღირს, ხოლო ძველი ბინები 950$,938$ და 773$ ღირს საშუალოდ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა