მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შოკურად გაიზარდა - საბანკო ასოციაცია

5eb2d144ba7c3
სალომე მეცხვარიშვილი
06.05.20 19:30
2337
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შოკურად გაიზარდა. მისი თქმით, ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბანკები ლარის რესურსის დეფიციტს ელოდნენ. მიზეზი კი, 3 თვით სესხების გადავადებაა, რომლითაც 600 ათასმა მსესხებელმა უკვე ისარგებლა. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა ლარის რესურსზე, რამაც მისი ფასის ზრდა განაპირობა.

“საბანკო სექტორისთვის უკვე შემოთავაზებულია ფულის გრძელვადიანი რესურსი(ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, გამოიყოფა 600 მილიონი ლარი კომერციული ბანკებისთვის). ეს შოკურად გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, თუმცა, ვერ დავბრუნდებით იმ მაჩვენებლებზე, რაც 2018 წელს გვქონდა”, - აცხადებს ალექსნადრე ძნელაძე.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია, თუმცა ეს სასესხო პორტფელზე ჯერ არ ასახულა, რამდენადაც საუბარია შეთავაზებებზე.

“შეთავაზება მაღალ პროცენტში რომც იყოს, ის ჯერ არ ასახულა პორტფელში იმიტომ, რომ არ გაცემულა სესხები, ან მინიმალური რაოდენობით არის გაცემული. შეთავაზების ნაწილში კი, მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული, თუ საპრცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე იყო 10%-11%, დღეს ეს გაიზარდა და, დაახლოებით, 13%-14%-საც შეადგენს”,- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.