27.ივნისი .2022 12:57

ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო - გზების დეპარტამენტი

ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო - გზების დეპარტამენტი
views 839
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი სტიქიის გამო მუშაობას წყვეტს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა