მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარსზე ბოლო 5 დღეში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა - გომელაური

6332a93b3baf7
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 11:46
891
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთიდან საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 40-45%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში რუსეთის 250 000 მოქალაქის შემოსვლის შესახებ და თუმცა თქვა, რომ საზღვარზე გაზრდილი ნაკადის გამო, გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საპოლიციო ძალები გადაიყვანეს.

„საქართველოში 250 000 რუსეთის მოქალაქის შემოსვლა არასწორი ინფორმაციაა, ტყუილი, საიდან მოდის ეს სტატისტიკა მე არ ვიცი. 4-5 დღის წინ 5-6 ათას ადამიანამდე იყო შემომსვლელი და ახლა 10 ათასამდე გაიზარდა, ანუ სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არა 250 000 და 2 მლნ, რაც არასწორი ინფორმაციაა.

გუშინ წინ 11 200 ადამიანი იყო, ხოლო გუშინ ღამე 10 000-მდე ადამიანი იყო. გასვლით შემომსვლელთა დაახლოებით 60% გადის. ზაფხულში - აგვისტოში იყვნენ ტურისტები.

მობილიზაციის გამოცხადებამდე დღიურად 5 500 ადამიანი შემოდიოდა, დღეს 5 დღის შემდეგ ეს რიცხვი 11 000-მდე გაიზარდა, ხვალ და ზეგ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ავიარეისებით შემომსვლელთა რიცხვს, საჰაერო გზით საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი შემოდის“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე - რა კეთდება საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა უპასუხა: „საზღვარზე დამატებითი პოლიციური ძალები, მაგრამ არა ათასობით, გადავიყვანეთ, რომ გამშვებ პუნქტზე საჭიროების შემთხვევაში მიეხმარონ დაკავება, გაყვანა-გაბრუნებაში“.