მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარზე ბანკებში არსებული დეპოზიტების 38% მოდის

5e7b3d7abd957
BM.GE
25.03.20 18:10
1155
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული თვის მდგომარეობით, საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში სულ 26.5 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული, საიდანაც 38.31% ეროვნულ ვალუტაზე მოდის. სულ გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.78 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მარტისათვის 26.52 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 45.00 მლნ ლარით, ანუ 0.17%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 329.78 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.34%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 284.79 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.22%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).
თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.98% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.61%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.18%, ხოლო ევროს წილმა 14.38% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.