მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია 22 789 პირს დაერიცხა - დასაქმების სააგენტო

6101509748f7f
ინგა მურუსიძე
28.07.21 16:55
543

გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორც bm.ge-ს დასაქმების სააგენტოდან აცნობეს, დღეისათვის, ივლისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის  -  140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით; აპრილის თვის 200-ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ.

ცნობისთვის: დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება მანამდე სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე.

აგვისტოში 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროცესი დასრულდება.