მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ბერეკაშვილის აზრით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფასო კურსები ფასიანი უნდა გახდეს

5e4ab9e406f65
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.20 20:22
1852
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული გადამზადების უფასო პროგრამების შეცვლის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ BM.GE-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

სექტორის წარმომადგენელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ რეგიონებში ჩატარებულ გადამზადების პროგრამების დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მათ მიზნობრიობა აკლიათ.

"ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გადამზადების უფასო პროგრამების არსებობა ძალიან კარგია, ვინაიდან ისინი სექტორში განათლების ამაღლებას უწყობს ხელს.  ტრენინგები, რომელიც ტარდება ტურიზმის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ტურისტული ცენტრების მიერ, ტარდება უფასოდ - რეალურად, გადამხდელების ფულით და არაფექტურად, იქიდან გამომდინარე რომ, როცა უფასოა ყველა იღებს მონაწილეობას, ვინც არ არის გიდი, ან სასტუმროს მენეჯერი თუ ტუროპერატორი. სახელმწიფო ხარჯავს ბევრ ფულს ყველას გადამზადებაში, ვისაც არ სჭირდება იმათშიც.

რეალურად ეს რომ შედეგიანი იყოს, ბიუჯეტისთვისაც ხარჯი მიზნობრივი რომ იყოს, ჩვენი აზრით, ეს ტრენინგები უნდა იყოს ფასიანი, თანამონაწილეობით მაინც - 50/50 ან 70/30. სახელმწფიოს მიერ დაზოგილი თანხები მოხმარდება ისევ ამ ტრენინგებს, კიდევ უფრო მეტი გადამზადების პროგრამის დასაფინანსებლად, ან საერთაშორისო ტრენერების ჩამოყვანას. ამ შემთხვევაში ყველა ტრენინგზე, მხოლოდ ის ხალხი მოხვდება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ბიუჯეტის ფულიც დაიზოგება, ხარისხიც გაუმჯობესდება“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, უფასო გადამზადების პროგრამები სექტორის წარმომადგენლებში აჩენს დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ და ისინი მხოლოდ სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ.

„შემდეგ ხდება ასეთი რაღაც, თუ უფასო ტრენინგებზე დაჰყავთ, მაშინ ეს ხალხი ანგარიშვალდებული ხდება მათ წინაშე, რომ არ გააკრიტიკონ.

ამასთან, სახელმწიფო სატრენინგო ცენტრებთან არ უნდა შემოდიოდნენ ტურისტულები უთანასწორო კონკურენციაში, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით დაფინანსდება ტრენინგები, ხოლო კერძო სატრენინგო ცენტრებს შეზღუდული რესურსის გამო არ შეუძლით კონკურენციის გაწევა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამ ტრენინგ ცენტრების ბაზრიდან გასვლის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უთანასწორო კონკურენციიდან გამომდინარე აღარ იქნებიან ბაზარზე. ყველა ტრენინგი, რომელსაც ადგილობრივი ტურისტული ცენტრები მართავენ, უნდა იყოს საჯარო ტენდერით, სადაც ყველა ტრენინგ ცენტრი მიიღებდა მონაწილეობას და იქნებოდა გამჭირვალედ ჩატარებული. შესაბამისად გვეცოდინებოდა ვინ რა პირობები დააკმაყოფილა და რატომ მოიპოვა ტრენინგების ჩატარების უფლება“, - აღნიშნა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა.