მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ბევრ ორომტრიალს გადავეყარე, მაგრამ ასეთი არ მახსოვს

5e7df973bdb16
თელარა გელანტია
27.03.20 18:00
1465
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის პროგნოზით, კერძო სექტორის გარკვეული ნაწილი შექმნილი მდგომარეობიდან დიდ ხანს ვერ გამოვა.

ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ის კორონავირუსის გამო საქართველოში შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე - „რამდენ ხანს შეძლებს ბიზნესი ასე თვითიზოლაციაში მუშაობას“, პაპაშვილი ფიქრობს, რომ „ბიზნესს გააჩნია“.

„არის ბიზნესები, რომლებმაც უკვე შეწყვიტეს ფუნქციონირება და დიდი ხანი ვერ გამოვლენ ამ მდგომარეობიდან. ძალიან უჩვეულო გარემოა... ჩემი ბიზნესკარიერის განმავლობაში ბევრ ორომტრიალს გადავეყარე, მაგრამ ასეთი არ მახსოვს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ურთულესი იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მეც ვეთნხმები, როცა კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ადარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. ეგეთი იქნება ალბათ, თუმცა მომავლის პერსპექტივით რომ შევხედოთ, ეს კარგი გამოცდაა", - ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, „ხვალიდან უფრო სხვანაირები უნდა გავხდეთ და ახალი გადმოსახედიდან შევხედოთ ყველაფერს“.
„ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი უნდა გამოვაჩინოთ“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.