მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ბიზნესი წნეხისგან დღეს თავისუფალია, პრობლემა უფრო ბიუროკრატიაა

6023883128b7d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.21 16:25
1087
კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელის შეფასებით, დღეს ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია. ამის შესახებ ლაშა პაპაშვილმა TV “პირველის“ ეთერში სტუმრობისას სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა. ის თვლის, რომ ბიზნესს ბიუროკრატია და დროში გაწელილი გადაწყვეტილებები უფრო აწუხებს, ვიდრე -  გავლენები.

„ბიზნესი დღეს თავისუფალია წნეხისგან; პრობლემა უფრო ბიუროკრატიაა, იქ სადაც ჭირს მენეჯმენტი. მისი აღმატებულება მენეჯმენტი, კარგი გუნდის ჩამოყალიბება ადვილი თემა არ არის და მერე მთავარია, ამ გუნდის მუდმივი მხარდაჭერა, რომ თავის სიმაღლეზე იყოს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს... ხშირად ვამბობ, რომ მენეჯერის ვალდებულებაა, ასობით გადაწყვეტილება მიიღოს და სახელმწიფო პირების და ხელმძღვანელების ვალდებულებაა, რომ ღია საკითხები არ დატოვონ იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, რომ წარმატებული იყოს ქვეყანა... თაროზე რომ შემოდებ თემას, ეგ არის პრობლემა“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.

ბიზნესის და მთავრობების ურთიერთობებზე საუბრისას, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პარტიებისთვის ფული არასდროს შეუწირავს. 

„წინა ხელისუფლების პერიოდში იყო თხოვნებიც და ზოგჯერ მოთხოვნები, მაგრამ შენატანი არასდროს გაგვიკეთებია. ამ ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ბიზნესი წნეხისგან 100%-ით თავისუფალია. 8 წლის განმავლობაში ვერ ვიხსენებ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონოდა, შეიძლება კონკრეტული რაღაცეები მოხდა, კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წნეხია ბიზნესზე“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ბიზნესის მიერ პარტიების მიმართ შეწირული თანხები და ამის შემდეგ ამ კომპანიების ტენდერში გამარჯვების ფაქტები კერძო სექტორზე გარკვეულ ზემოქმედებას, ლაშა პაპაშვილი პასუხობს, რომ ამ მოვლენას სხვა იურიდიული ახსნა აქვს. "ნამდვილი ბიზნესმენი სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს. ასეთი გადარიცხვები არც ერთ დროს ჩვენი კომპანიიდან არ ყოფილა, თუმცა 2011-2012 წლებში ამაზე მოთხოვნა იყო“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.