მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: „დაბალი გაზით, ნელ-ნელა უნდა დავუბრუნდეთ ძველ რიცხვებს“

6043820415c1b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.21 00:20
1087
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში მის დივერსიფიცირებულ ბიზნესზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეისთვის ბიზნესის დიდი ნაწილი ტურიზმზე მოდის, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა.

„ბიზნესი მართლაც მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად სამწუხაროდ ჩავარდნილი ტურიზმი... იცით, რომ რამდენიმე სასტუმრო გაშვებულია, რამდენიმეს ვაშენებთ. მაგალითად სასტუმრო აბასთუმანში, რომელიც არ გაგვიჩერებია და იმედია რომ ბოლომდე მივიყვანთ პანდემიის მიუხედავად. კარკასის მშენებლობას მოვრჩით...

სასტუმრო "მუზა" ვერის ბაღთან პატარაა და ლამაზი გამოდის.

"ჰილტონს" - გახსნა ვერ ეღირსა, რადგან გახნის წინ დაიწყო ლოქდაუნი და ვფიქრობთ და დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს - სექტემბერში გვინდა რომ გაიხსნას“, - ამბობს პაპაშვილი.

მოლოდინების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი ამბობს, რომ ისინი არც ოპტიმისტურია და არც პესიმისტური.

„დაბალი გაზით, ნელ-ნელა უნდა დავუბრუნდეთ ძველ რიცხვებს. მოლოდინი ნამდვილად ვერ იქნება ოპტიმისტური... არც პესიმისტურია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები მაინც იმოგზაურებენ. ჩემთან შემოდის ზარები და თხოვნები რომ გადავირიეთ, ჩაკეტილები ვართო. რუსეთს და აზერბაიჯანს ვგულისხმობ.

ახალმა პრემიერმა საათებში გადაწყვიტა ჭანჭიკების მოშვება - შეზღუდვების შემსუბუქება და შეიძლება გამოსწორდეს მდგომარეობა. რუსეთში ვიცი რომ არანაირი ლოქდაუნი არ არსებობს. ამხელა ქვეყანა თუ ამის უფლება აძლევს თავს ჩვენც ნელ-ნელა უნდა ჩავებათ ფერხულში“, - აცხადებს „რედიქსის“ დამფუძნებელი.

ამასთან, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ტურიზმის ნაწილში შემცირება უფრო დიდია, ვიდრე საოფისე ფართების ოპერირების მიმართულებით.

„ტურიზმში ცუდად არის საქმე, შეჩერებები და გაშვებები არის, თუმცა ოფისებში არ არის ისეთი ვარდნა. 15-20%-იანი შემცირება გვაქვს, მაშინ როდესაც გვეგონა რომ 35%-მდე დავარდებოდა იჯარები. 2020 წელს ძალიან ოპტიმისტური რიცხვები გამოვიდა. ოფისები ახლაც ინარჩუნებენ დატვირთვას და მუშაობენ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.