ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, „რედიქს ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც პანდემიამ შეაფერხა, სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნა იყო.
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ „ჰილტონის“ მთავარმა კრედიტორმა სესხი ერთი წლით გადაუვადათ, მაგრამ ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ ამ პერიოდს კიდევ ერთი წელი დაემატოს.
„ყველაზე მსხვილი პროექტი, რაც მიმდინარე წლის მარტში უნდა გაგვეშვა, იყო სასტუმრო „ჰილტონი“, რომელიც, დაახლოებით, 45 მლნ ლარის ინვესტიციით განვახორციელეთ... ვერ ვისაუბრებ ზარალზე, რადგან პანდემიის გამო სასტუმრო ვერ ავამოქმედეთ და შესაბამისად, რიცხვები არ არსებობს. რაც შეეხება საბანკო ვალდებულებს, ყველა კრედიტორმა, ვინც გვყავს, სესხები გადაგვივადა. მოგეხსენებათ, პროექტის მთავარი კრედიტორია EBRD 14.5 მლნ დოლარით, მისი ძირი და პროცენტი სრულად გადავადებულია; თავდაპირველად, როცა პანდემია დაიწყო, ერთი წლით გადავავდეთ და ახლა დავიწყეთ საუბარი, რომ მინიმუმ კიდევ ერთი წლით უნდა გადავადდეს“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
ამასთან, „რედიქს ჯგუფში“ იმასაც აღიშნავენ, რომ კომპანიის სურვილი EBRD-ის სესხი კიდევ 2 წლით გადავადება იყო, რადგან მარტში სასტუმროს გახსნის ღონისძიება სწორედ პანდემიის პირველი ტალღის დაწყებას დაემთხვა.
ცნობისთვის: 14-სართულიანი სასტუმრო HiltonGarden Inn Tbilisi Chavchavadze-ში 170 ნომერია. სასტუმროში, ასევე, არის: 8 საკონფერენციო დარბაზი, ქართული რესტორანი, სპეციალური კონცეფციის მაღაზია და სავარჯიშო დარბაზი 24/7. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ტურიზმის განვითარების კუთხით, კომპანია „რედიქსი“ პიონერია და სწორედ სასტუმრო ჰილტონისა და ბიზნესცენტრ CH64 - ის სახით, აღნიშნული პროექტები წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა