მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ეკონომიკა სწრაფად რომ განვითარდეს, კრედიტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი

5e286c07163ed
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.20 10:15
1790
ეკონომიკა სწრაფად რომ განვითარდეს, კრედიტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი,- ამის შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საბანკო რეგულაციების შესახებ აცხადებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძის პრემიერობის პირობებში ჭარბვალიანობის შესახებ განაცხადეს და საბანკო რეგულაციები ძალაში შევიდა, კრედიტის აღება ძალიან შეიზღუდა.

“სამომხმარებლო სესხზე იქნება შეზღუდვა თუ ბიზნეს სესხზე, ამ შეზღუდვებით ვერ განვითარდება ეკონომიკა, ამიტომ ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს როგორც ინფლაციის კონტროლი, ასევე ხელმისწავდომი კრედიტი.

განვითარებადი ქვეყანა ვართ და მოქალაქეებისთვის უნდა იყოს განსაკუთრებით ხელმისწავდომი კრედიტი.

ჯერ შეზღუდეს რეგულაციები და ახლა გამოდიან... შეზღდვების მოხსნის ერთი ტალღა უკვე იყო და ახლა მზადდება შემდეგი ტალღა”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.