„ლარის გაუფასურება ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს და რამდენად გვინდა კიდევ უფრო მეტად გაზრდილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები იმ ფონზე, როცა თითოეული ქართველი ღატაკდება?! ამაზე უნდა ვიფიქროთ“, - ასეთია ლაშა პაპაშვილის მოსაზრება, რომელიც ცენტრალურ ბანკს მეტი სავალუტო რეზერვის გაყიდვისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენი Bm.ge-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, „ეროვნულ ბანკს მთავრობა შეცდომაში შეჰყავს“.
- როცა ამბობთ, სებ-მა მეტი რეზერვი უნდა გაყიდოსო, შოკს რა მოხსნის, მაგალითად, $80 მილიონი? რა უნდა იყოს საზომი?
- სულ ამ ქვეყანაში 15 ბანკია, აქედან ამინდს ქმნის 5-6 ბანკი. მათი მოთხოვნა სებ-ის მაგიდაზე ყოველდღე დევს. მათ იციან რამდენია მოთხოვნა და რამდენიც არის მოთხოვნა იმდენი უნდა გაყიდოს - ორჯერ ორი ოთხია ან თუნდაც 1 მილიონით მეტი.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ძუნწობს სებ-ი ამ სიტუაციაში?
- ზოგადად, ეს მარტო ჩვენი ქვეყნის და ამ ეროვნული ბანკის პრობლემა არ არის. ვიღაცას ასეთი ხედვა აქვს, ვიღაცას - სხვა. ჩვენ ვუწუნებთ ეროვნულ ბანკს არჩეულ გზას; ვფიქრობთ, რომ ასე სჯობს ქვეყნისთვის, ის სხვანაირად ფიქრობს. ამ თემაზე შეიძლება ბევრი აზრი არსებობდეს - ყველას ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. მე და თქვენ - საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, რომელი ურჩევნია და შევუკვეთოთ ეროვნულ ბანკს. გასაგებია, რომ სებ-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, მაგრამ ის არაა დამოუკიდებელი ქართველი ხალხისგან, ამომრჩევლისგან. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ვეუბნებით ეროვნულ ბანკს, რომ ცალმხრივად ერეოდა, პირიქით, ლარის გასაფუჭებლად დოლარი ამოჰქონდა ბაზრიდან და ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა, ის მცირე დოზით ყიდის რეზერვს და ამბობს, რომ არ შველის. მცირე კომენტარი გვაქვს - რამდენიც საჭიროა იმდენი გაყიდოს, მხოლოდ ეს მოხსნის შოკს.
- თქვენ გქონიათ სებ-თან რაიმე სახის კომუნიკაცია ბოლო დროს? ან BAG-ის ფორმატში თუ იყო კონტაქტი?
- მე პირადად არ მქონდა, მაგრამ არის პერმანენტული შეხვედრები ლარის კურსის თემაზე, ალბათ უფრო ბანკების მხრიდან და შეიძლება ჩვენი ასოციაციის ფორმატშიც იყო, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
- მთავრობაც სებ-ის მსგავსად ხომ არ ფიქრობს? - ვგულისხმობ რეზერვების გაყიდვის პოლიტიკას...
- მე მგონი, სებ-ს მთავრობა შეცდომაში შეჰყავს.... ეს ძალიან რთული თემაა. მარტივი არაა ეკონომიკური ბლოკის ერთმა მინისტრმა სხვა თამაში ითამაშოს და ეროვნულმა ბანკმა - სხვა. ძალიან საფრთხილოა.
- გასაგებია, რომ სებ-ი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, მაგრამ გულწრფელად გჯერათ იმის, რომ მთავრობაც მეტი რეზერვის გაყიდვის მომხრე რომ იყოს, ვერ დაარწმუნებდნენ ამაში ცენტრალური ბანკის მენეჯმენტს?
- მშვიდობიან პერიოდში ვფიქრობ, უფრო დაარწმუნებდნენ და სადავეებს პრემიერ-მინისტრი აიღებდა, მაგრამ როცა უამრავი პრობლემაა ირგვლივ...
- მიშვებულია უფრო?
- მიშვებული - არა, მივყვებით სებ-ის პოლიტიკას. ესეც დიდი მიღწევაა. შეიძლება 4.5 ყოფილიყო კურსი და არფერი გაეყიდა. ესეც ალბათ პრემიერის და ეკონომიკური ბლოკის დამსახურებაა, რომ ეროვნული ბანკი რაღაცას ყიდის მაინც.
- დღეს რა უნდა იყოს წონასწორული კურსი?
- გააჩნია, მაშინ ვამბობდით, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო, ამის საფუძველს იძლეოდა ექსპორტი, ტურიზმიდან შემოსავლები და ა.შ. ახლა კი შეგვიძლია შევუკვეთოთ კურსი - ამდენი გვინდა და ამდენი რეზერვი დაგვჭირდება...
- „შეკვეთილი“ კურსი როდემდე შეიძლება გვქონდეს?
- კოვიდის გადალახვამდე.
- ხომ გესმით, სავალუტო რეზერვები უძირო ქვვერი არაა..
- მესმის, მაგრამ მერე ვნახოთ... აბა, ახლა რა ვქნათ?! <ლარი> ავადმყოფია და არ მოვუაროთ ბოლო წუთამდე და არ გადავარჩინოთ?! თუ ვხედავთ, რომ გლობალური კრიზისი მოდის, ის გვინდა - არ გვინდა მაინც ჩაგვითრევს, მსოფლიო იცვლება, ეკონომიკური კრიზისი იქნება და დღეს გამოვიყენოთ ჩვენი რეზერვები... და მერე - მერე ვნახოთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ