მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: FDI-ს მოზიდვაზე მზრუნველი უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი

620e2225cd04f
თელარა გელანტია
18.02.22 09:00
857
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „FDI-ს პირველი მიმღები და მის მოზიდვაზე მზრუნველი უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი“.

- უკვე ყბადაღებული თემაა, რომ გვინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები... FDI-ს პირველი მიმღები და ამაზე მზრუნველი უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი. სჯობს, ეკონომიკის მინისტრი იყოს წამყვანი ეკონომიკური ბლოკიდან <ამ საკითხზე>... ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები...

- არაა მარტივი FDI-ს მოზიდვა პანდემიის პირობებში და თან იმის გათვალისწინებით, რომ საინვესტიციო იმიჯი არც ისე კარგი გვაქვს - წელი არ გავა ერთი ინვესტორი მაინც არ გაგვექცეს საერთაშორისო არბიტრაჟში...

- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დღეს ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ცუდი. პირიქით, ყველა შესაძლებლობა არის, უბრალოდ, ჩაღრმავება უნდა... სამი მინისტრი - ეკონომიკური ბლოკი უნდა შეიკრიბოს... ისეთი რეგულაციებია ჩარჩენილი ამა თუ იმ მიმართულებით... რაზე თქვენ საუბრობთ, პოლიტიკური ქეისებია, დაანებეთ თავი...

- ეს ფაქტებია...

- ჩემი აზრით, ეს არაა ხელისშემშლელი ფაქტორი FDI-ს მოსაზიდად; მთავარია ეკონომიკური ბლოკი იყოს მოქნილი....