ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შექმნა - ძალიან მოკლედ ასე ჟღერს 2015 წელს EBRD-ის ინიციატივით შექმნილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ინვესტორთა საბჭოს ძირითადი მიზანი, რომელიც სხვა ბიზნეს-ასოციაციებისგან განსხვავებით, იმითაა გამორჩეული, რომ საბჭოს თავად პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს; მუდმივ წევრებად კი მინისტრები და რამდენიმე მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია და პალატაა - მოკლედ, ყველა, ვისაც შეუძლია ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნა უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ bm.ge-მ გადაწყვიტა, შექმნიდან 5 წლის თავზე საბჭოს წევრი ასოციაციებისთვის და ბიზნესმენებისთვის ეკითხა - რამდენად ქმედითია აღნიშნული პლატფორმა.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ინვესტორთა საბჭოს მუშაობით კმაყოფილი არაა. „ვერ ვიტყვი რომ ქმედითია. 50%-ითაც ვერ მუშაობს“, - აცხადებს ბიზნესმენი bm.ge-ისთან ინტერვიუში.
- ინვესტორთა საბჭო არის მაღალი დონის პლატფორმა კერძო სექტორის, დონორების და მთავრობის ჩართულობით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ქმედითი და ფუნქციურია ის დღეს?
- ინვესტორთა საბჭო ვერ არის ქმედითი... 50%-ითაც ვერ მუშაობს. ახლა covid-ის ფონზე ყველაფერი დანგრეულია. გლობალური რეცესიაა მსოფლიოში და ინვესტორთა საბჭო ვიღას ახსოვს… თქვენ საიდან გაგახსენდათ? ინვესტორი არ არის და საბჭო რად გვინდა?
- თუმცა მომავლისკენ ხომ ვიყურებით?…
- მე ჯერ ვერ ვიყურები; ჯერ მხოლოდ აწმყოა… როცა ვამბობთ რომ გადარჩენაზეა საუბარი... ყველამ - ერმა და ბერმა უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეკონომიკის სუბიექტები გადავარჩინოთ, რა მომავალზეა საუბარი?! ახლა ვცხოვრობთ ყოველდღიურობთ. ყოველდღე ვიღვიძებთ, რა ხდება - ახალი ეპიდემიაა? დავიმალოთ? რა ვქნათ?...
- მაგრამ როცა ვაქცინა გამოჩნდება... კრიზისი მორჩება, რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორთა საბჭოს მსგავსი პლატფორმა არსებობდეს ქვეყანაში?
- არის ეს პლატფორმა და ვერ მუშაობს კარგად. გასაკეთებელია, რომ იმუშაოს უკეთ.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა