მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ლარს ფუნდამენტი არ გააჩნია... არანაირი სავალუტო შემოდინება არ არსებობს

5e7e0eb4334cf
თელარა გელანტია
27.03.20 19:40
2286
„სავალუტო ბალანსი გაქრა“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის ნახტომისებურ გაუფასურებასთან დაკავშირებით bm.ge-ის კითხვას.

პაპაშვილი ამბობს, რომ ადრე თუ სავალუტო ბალანსი კარგი იყო, ანუ იზრდებოდა ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან შემოსავლები და მეტ-ნაკლებად - ექსპორტიც ახლა ეს ბალანსი გაქრა.

„არანაირი სავალუტო შემოდინება არ არსებობს და არც ველოდებით უახლოეს მომავალში... ერთადერთი კარგი შანსი მიმდინარე პრობლემების გადალახვის არის ის, რომ მივიღოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარება და იქამდე მე მაქსიმალურად დავხარჯავდი სავალუტო რეზერვს, სანამ დონორებისგან დახმარება მოვა; ეს ეკონომიკურ აღმავლობას ხელს ვერ შეუწყობს, ეს უბრალოდ შოკს მოუხსნის მოქალაქეებს... უბრალო მოქალაქეებზე რომ ვიფიქროთ, ვინც დარჩა უხელფასოდ, ვისაც მინიმალური შემოსავალი აქვს, მათ ფულს მსყიდველუნარიანობა რომ ჰქონდეს, ამის პრევენციასა და ამ შოკის მოხსნაზეა საუბარი“, - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ ლარს ახლა ფუნდამენტი არ გააჩნია.

ამასთან, ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რათა მოქალაქეებში პანიკა მოიხსნას.

„მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ პანიკა და შოკი მოხსნა ადამიანებში; ერთია, რომ ჩაასხა ფული და მეორეა, რომ მეტი ესაუბრო მოქალაქეებს ყოველდღიურად, რას აკეთებ, რას ხედავ გლობალურად და ა.შ. აი, მაგალითად, „გალტ ენდ თაგარტმა“ როგორც გამოაქვეყნა კვლევა, მსგავსი გამოსვლები რომ ჰქონდეთ.... ერთ და იგივე გადის ტელევზიიით - კორონავირუსი... კორონავირუსი და სჯობს საქმეზე ვილაპარაკოთ, რა დავთესოთ, რა მოვხნათ, ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ - რა გამოწვევებია, რომ ეს ინფორმაცია ხალხთანაც მივიდეს. თუნდაც 1 ჰა მიწა რომ აქვს მოქალაქეს - რა დათესოს - ნიორი? ხახვი? - არ იცის. ამაზე უნდა ილაპარკოს მთავრობამ“, - განაცხადა პაპაშვილმა.