მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: მგონი, ეს პრემიერი ეროვნულ ბანკთან მეტს ლაპარაკობს, ვიდრე - წინა

5de6945fc7902
BM.GE
03.12.19 21:24
1469
მე მგონია, რომ მეტს ლაპარაკობს ეს პრემიერი ეროვნულ ბანკთან, ვიდრე წინა პრემიერი და იმიტომაც დაიძრა საკითხები, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

„ყოველთვის ლაპარაკი უნდა... მეტი ურთიერთობა უნდა ადამიანებთან. მე ყველას ვიცნობ... ხელისუფლების თითქმოს ყველა შტოს პირადად ვიცნობ... მათ შორის ეროვნულ ბანკს. მასთან უნდა მუდმივი ლაპარაკი, წინა პრემიერმა ვერ მოახერხა მასთან ეტყობა ლაპარაკი, ან არც თვითონ არ უნდოდა... მე არ ვიცი შიგნით კულუარულად რა ხდება, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ დაიძრა.

მე რამდენ საკითხზეც მივედი, მოვახერხე გადაწყვეტა, ამიტომ წინა პრემიერს ვურჩევდი, რომ ესაუბრა უფრო ხშირად.. და გამოვა. თუ თავის ხედვა აქვს.... მაკროეკონომისტია.. თვითონ ასე თვლის, თან ღრმად იცის ეს საგანი. აქ უკვე გემოვნებაზე არ არის. აქ არის უკვე მიმართულებები მაკროეკონომისტების ცვენაა მსოფლიოში, ზოგს იქით მიჰყავს, ზოგს აქეთ მიჰყავს. შენ როგორ დაიჭერ... ნუ პრემიერის გადასაწყვეტია, რას მოარგებს ამ ჩვენს ლამაზ და მადლმოსილ ქვეყანას, რომ გადაუწყვიტოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა... რომ არ გადავიჩეხოთ სადმე“, - განაცხადა ბიზნესმენმა „საქმის კურსში“ საუბრისას.