მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: "თანამშრომლების 40% შეჩერებულ-გაშვებული მყავს"

5f8eee86c45b4
ინგა მურუსიძე
21.10.20 00:00
1494

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების 40% შეჩერებულ-გაშვებული ჰყავს. პაპაშვილი ამ საკითხს იმით ხსნის, რომ მისი ბიზნესის 40% ტურიზმის სფეროს მოიცავს.

„რადგან ჩემი ბიზნესის 40% ტურიზმის ინდუსტრიაშია, გაშვებული და გაჩერებული მყავს თანამშრომლების 40%-მდე. უმეტესობა შეჩერებულია და სამწუხაროდ ვერ ვხსნით“, - განაცხადა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე სასტუმროს ფლობს: სიღნაღში ბუტიკ სასტუმრო “კაბადონს”, თუშეთში სასტუმრო „სამზეოს“ და ა.შ.