მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ქვეყანაში ბიზნესების გაკოტრების უდიდესი რისკია

5f6e2487cd3db
თელარა გელანტია
26.09.20 17:00
1746
„ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მეეჭვება, რომ რომელიმე სერიოზულმა ბიზნესმენმა, ადამიანმა, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული, ეს არ იცოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლარის გაუფასურების გამო კერძო სექტორის ნაწილის პრეტენზიებს შეეხებოდა.

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელთან ინტერვიუში bm.ge-მ რამდენიმე კითხვა covid-19-ის გამოწვევის ფონზე ლარის გაუფასურების გამო ბიზნესში შექმნილ გამოწვევებზეც დასვა.

- რას უპასუხებდით კობა გვენეტაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ კერძო სექტორმა უნდა გთვალოს ის რისკები, რაც მცურავი კურისს რეჟიმში უნდა არსებობდე...

- მე პირადად არ მაქვს პრობლემა. მგონი, არაფერი მეტყობა, რომ რისკები არ მაქვს გათვლილი. ზოგადად, საზოგადოებაზე ვამბობ და ბიზნესზე, თორემ 30 წლის განმავლობაში ასეთი ორომტრიალი ბევრჯერ გამოვიარე, პოსტსაბჭოთა სივრცეში დავიწყე ბიზნესის კეთება...

- ლარის კურსის რყევები ბიზნეს-გეგმებს არ გირევთ?

- მირევს, რა თქმა უნდა, ნაკლებ შემოსავალს ვნახულობთ, მაგრამ, ჯერჯერობით, ღვთის წყალობითაც ვართ ფეხზე და ვუძლებთ ქარიშხლებს და 30 წელი გავიარეთ უკვე, მაგრამ მთელ ეკონომიკას აქვს პრობლემა. ბევრი ვერ გაუძლებს ამას. ვერ შეიძლება ბიზნესმა გათვალოს ასეთი ორომტრიალი. ზუსტად აქ უნდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევა და კონკრეტულად ეროვნული ბანკის, რომ დამწყებებს, საშუალო რგოლის ბიზნესებს ხელი შეუწყოს... არაა საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოგებებზე გავიდნენ ბიზნესები, უბრალოდ, უნდა არ გაკოტდნენ - ესაა მოაცანა.

- დღეს რისკი დიდია გაკოტრების?

- რა თქმა უნდა, უდიდესი რისკია, როცა ასეთი არაპროგნოზირებადი მოლოდინებია, სახეზეა ლარის მნიშვნელოვანი გუფასურება, ბიზნესების საბალანსო მონაცემები ძალიან ცუდ დღეშია.

- რას ურჩევდით ბიზნეს-კომპანიებს?

- აუცილებლად გააკეთონ სესხების დივერსიფიკაცია. ერთი ვალუტით არ გარისკონ. მე ასე ვაკეთებ. „რედიქს ჯგუფს“ ძალიან დიდი სესხი აქვს - ჯამში, 100 მილიონამდე და სამივე ვალუტაში გვაქვს - ევროში, ლარში, დოლარში.