მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავხსნათ საქმიანობა ბიზნესისთვის

5eb31ac24e27f
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 00:15
1383
“რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავხსნათ საქმიანობა ბიზნესისთვის,”- ამის შესახებ BMG-ისთან საუბარში კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელმა და “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

პაპაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ეპიდემიურ ვითარებასთან მიმართებით ზედმეტად მძიმეა და აუცილებელია, რომ მათი მაღალი ტემპით შემსუბუქება მოხდეს, რათა ეკონომიკური საქმიანობა კვლავ აღდგეს.

ამასთან პაპაშვილი მთავრობას მოუწოდებს მეტი კომუნიკაცია იყოს რეგიონის ქვეყნებთან იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებით.

“რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავხსნათ საქმიანობა ბიზნესისთვის. უფრო ჩქარ-ჩქარა დავბრუნდებით იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რაც გასული წლის ამ პერიოდში გვქონდა. თუ დროულად გაიხსნება ყველა ბიზნესი წლის ბოლომდე შევძლებთ აღდენას სრულად. თუ გავხსნით ოღონდ.

მთავრობას შეუძლია სხვა ქვეყნებში თავის კოლეგებთან ისაუბროს, პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან, ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთან. ინტენსიურად იმუშავონ, რათა ეკონომიკის გახსნა ამ მხრივ შეთანხმებულად იყოს.

კარგი პრაქტიკაა იგივე ჩინეთის, სადაც მოხდა ეკონომიკის გახსნა. არის შვედეთის გამოცდილებაც, მოგეხსენებათ შვედეთს არ დაუკეტია ეკონომიკა და სახელმწიფომ მცირე შეზღუდვებით გაიარა პერიოდი,”- ამბობს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 6 ეტაპად გულისხმობს. ამჟამად ქვეყანა მათგან პირველ ეტაპზე იმყოფება. შემსუბუქების საბოლოო მეექვსე ეტაპი ქვეყანაში სავარაუდოდ ივლისში შეიძლება დაიწყოს. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, დღეის მდგომარეობით ის 22 მაისამდე იქნება ძალაში.