მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი საბანკო სექტორში ბრუნდება - „ლიცენზიას ველოდებით“

640f765f119b2
თელარა გელანტია
13.03.23 23:11
10920
ლაშა პაპაშვილი საბანკო სექტორში ბრუნდება. როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ციფრული ბანკისთვის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადო ოთხი თვის წინ შეიტანა და პასუხის მოლოდინშია. მისივე თქმით, ბანკს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ქმნის.


- რატომ გადაწყვიტეთ საბანკო სექტორში დაბრუნება?

- ჩვენს კოლეგებს, დიდ ბანკებს ვეუბნებოდი, რომ ვერ აკეთებთ ბიზნესისთვის კარგად საქმეს და თუ არ გააკეთებთ კარგად, მოვალ ისევ ბანკში-მეთქი და მოვიდა დრო, რადგან ხუთი წელია ამას ვიძახი...

- რამდენი ხანია, რაც ეროვნულ ბანკში განაცხადი შეიტანეთ?

- ოთხი თვეა... ბოლო წუთს ელოდება ეტყობა ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი <არჩილ მესტვირიშვილი>.

- მთლიანად ქართული კაპიტალით იქმნება ახალი ციფრული ბანკი?

- არა, 50/50ზე...

- ინვესტორები ვინ არიან?

- კარგები არიან... უკრაინელები არიან. ჩემზე ახალგაზრდები და იმიტომაც ჩავდე ინვესტიცია, რომ სწორედ მათ დავუჭირო მხარი ამ ქვეყანაში.

- ბანკის სახელი შეგვიძლია ჯერ ვთქვათ?

- Hash ბანკი...

- რა იქნება თქვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობა?

- 21-ე საუკუნის ბანკი იქნება ანუ ციფრული ბანკი, რაც მოიაზრებს იმას, რომ სამ წელიწადში უკვე უნივერსალური ბანკი უნდა გახდე ანუ 5 მლნ ლარის კაპიტალით იწყება და სამი წელი გაქვს ვადა, რომ შეავსო 50 მილიონამდე...

- თუ ოთხი თვის წინ გააკეთეთ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად, ეროვნულ ბანკის კიდევ ორი თვე აქვს...

- მე არ შევინახავდი ლაშა პაპაშვილს კიდევ ორი თვე, რომ შემოვიდეს ამ სექტორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეთ და რაღაც გარდამტეხი სიტყვა ვთქვათ. ახლა კარგია, რომ ძლიერი და 21-ე საუკუნის ბანკი გაჩნდეს ბაზარზე.

- მითუმტეს ციფრული ბანკი...

- მითუმეტეს, როცა მხოლოდ ორი მსხვილი ბანკი თამაშობს. ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ორი ჯგუფისაა 40-40%-იანი წილი ბაზრის და სჯობს, 25% ჩვენ გვქონდეს.

- მაინც რა არის მთავარი მიზეზი რატომაც გადაწყვიტეთ საბანკო სექტორში დაბრუნება?

- კონკურენცია დაბალია, რადგან მაღალია კონცენტრაცია. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ასე მოხდა. არის ქვეყნები, სადაც იგივე სიტუაციაა, რაც ჩვენთან, მაგრამ ამ ქვეყანას არ უხდება. სჯობს, მეტი კონკურენცია, რომ მომხმარებლისთვის გაიაფდეს რაღაცეები.

BMG სხვა დამატებით ინფორმაციასაც მოიძიებს. 

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია 2022 წლის 17 ნოემბერს გასცა. ბანკის გენერალური დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია.