მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: სამშენებლო სექტორის უმკაცრესი რეგულირება უნდა მოხდეს

5e2868ac034c9
სალომე მეცხვარიშვილი
22.01.20 21:28
3570
სამშენებლო სექტორის არათუ რეგულირება, უმკაცრესი რეგულირება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძისა და მისი გუნდის მიღწევაა, რომ "კ2" კოეფიციენტის გაყიდვა და განუზომელი მოცულობის მშენებლობები აღარ ხდება ქალაქში.

“ადრეც ვამბობდი, რომ როცა ვაკეში 200 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს ვიღაცა, თუ მას მისცემ კოეფიციენტს და უფლებას, რომ 2 ათასი კვადრატი ააშენოს, ისეთი ფანტასტიკური მოგება რჩება ამაში, რომ ადამიანი ყველაფრისთვის მზად არის. პირდაპირ დანაშაულზეც მიდის, არაფერს ვამბობ ქრთამზე. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

მისივე შეფასებით, სასურველია, რომ მრავალსართულიანი და მრავალბინიანი კორპუსები აღარ არსებობდეს ქვეყანაში.

ის ასევე დადებითად აფასებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, ურბანული სამსახური ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდეს, სამშენებლო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს და დოკუმენტაციის დაჩქარებული წესით გაცემის შესაძლებლობა მისცეს.

“ვფიქრობ, კარგი იქნება ერთი ფანჯრის პრინციპის ამოქმედება, თუმცა, პროცესების დაჩქარება ყველა მიმართულებით შეიძლება. ახლაც არის ასეთი საშუალება.

ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ პირდადად (გრგ-ს დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში) განსაკუთრებული სირთულეები გვაქვს.

მთელ მსოფლიოშია ბიუროკრატია, ამას უნდა შეეჩვიონ ჩვენი მოქალაქეები. ხშირად ამბობენ ხოლმე ახალგაზრდები, განსაკუთრებით უცხოეთში ნასწავლი, რომ არ შეიძლება მტვერსასრუტივით ავიწოვოთ ეს უსახური და უგვანი სახლები, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გაჩნდა ამ ქვეყანაში”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.