მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: საოფისე ბიზნესში შემოსავალი თვიურად $150 000-ით შეგვიმცირდა

5fb287c84010d
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.20 18:50
4288
ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ კომპანია საოფისე ბიზნესის ნაწილში თვიურად 150 000 დოლარის შემოსავალს კარგავს.

ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯგუფში დასაქმებულმა, დაახლოებით, 200-მა თანამშრომელმა სამსახური დროებით დაკარგა.

"დაახლოებით, 200 სამუშაო ადგილი შევაჩერეთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე; რა თქმა უნდა, ისინი სამუშაო ადგილებს მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე დაუბრუნდებიან“, - განაცხადა პაპაშვილმა.