მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი სებ-ს აკრიტიკებს: პროცესები ჩიხშია შესული

5e3c1a8d9be6f
სალომე მეცხვარიშვილი
06.02.20 18:00
1727
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის არასწორმა ქმედებებმა ქვეყანა მიიყვანა მაღალ ინფლაციამდე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 9%-მდე გაიზარდა. პაპაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს პროცესები ჩიხშია შესული.

ბიზნესმენი ამბობს, რომ არასწორი იყო თავის დროზე საბანკო რეგულაციები, რომლებიც გადაჭარბებული იყო, დღეს მთავრობა რეგულაციებს არბილებს, თუმცა, პაპაშვილის შეფასებით ამან უნდა გამოიღო შედეგი და ბევრი კომპანია გაკოტრდა კიდეც.

“თავიდანვე ვამბობდით, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და რეგულაციები ყოველთვის საფრთხის შემცველია.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებში მაინც იყო ინტერვენციები, თავიდანვე, წელიწად -ნახევრის წინ ვამბობდი ამას. შედეგებიც დადგა - შეუჩერებელი და გარდაუვალი ინფლაცია, რომელსაც მერე მოჰყვა საბაზისო განაკვეთის ზრდა 9%-მდე.

დღეს პროცესები დაგვიანებულია, ჩიხშია შესული და ახლა რეგულაციებით(მათი ლიბერალიზაციით) რაღაცას წინ ვივლით, მაგრამ გაშვებული იყო ის მომენტი, როცა შეიძლებოდა ამის პრევენცია.

სებ-ს არ უნდა განეხორიელებინა ინტერვენციები და რეგულაციებიც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ცოტა გადაჭარბებული იყო",- ამბობს ლაშა პაპაშვილი.