27.ივლისი .2021 09:00

ლაშა პაპაშვილი: სექტორულად მაინც თუ იქნება საგადასახადო შეღავათები, კარგი იქნება

ლაშა პაპაშვილი: სექტორულად მაინც თუ იქნება საგადასახადო შეღავათები,  კარგი იქნება
views 278
უკან

საქართველოს ბიზნესასცოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ მთავრობა საგადასახადო შეღავათებს სექტორულად მაინც შემოიღებს.

ამასთან, როგორც „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, ბიზნესის თხოვნის მიუხედავად, მთავრობამ საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათების გაგრძელებაზე უარი თქვა.

„1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამის გაგრძელება ვითხოვეთ, მაგრამ ვერ გავაკეთეთ... ახლა სექტორულად მაინც თუ იქნება საგადასახადო შეღავათები, კარგი იქნება, რადგან ეს იმ სექტორებს დაეხმარება, ვისაც გადარჩენა სჭირდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ: 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, მაისის თვის ხელფასი იყო ბოლო, როდესაც ბიზნესებმა შემცირებული გადასახადები გადაიხადეს. ამ დახმარების ფარგლებში ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული იყო. 750-დან 1500 ლარამდე თანხა კი - ნახევრად გათავისუფლებული.

პროგრამის შედეგად, ბიზნესმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა