მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: თვითმმართველობის ორგანოებში საქმეები იჭედება

5e3c2fbd773e0
დავით ჯალაღონია
06.02.20 19:24
1414
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი იმ გამოწვევებს ასახელებს, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს ახასიათებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კერძო სექტორი სხვადასხვა უწყებაში კვლავ აწყდება ბიუროკრატიულ ბარიერებს.

"სასამართლოების პრობლემა მახსენდება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ცოტა იჭედება საქმეები და უფრო მოქნილი საგადასახადო კოდექსი გვინდა იმ ინდუსტრიებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში - ეს არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები, სადაც მეტი მოქნილობაა საჭირო", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

რაც შეეხება ბიზნესმენის სამომავლო გეგმებს, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებისა, პაპაშვილი მთავრობის მიერ შეთავაზებული "100 საინვესტიციო პროექტის" ფარგლებში, ერთ-ერთ პროექტს განიხილავს.

"ეს მცირე პროექტია, რითაც ჩვენ დავინტერესდით საგარეჯოს რაიონში, თუმცა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ეს არის მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 1.5 ჰექტარი, პროექტის დეტალებზე ჯერ მოკვლევა დასრულებული არ გვაქვს", - აღნიშნა ბიზნესმენმა.