06.აპრილი .2020 09:00

ლაშა პაპაშვილი: ურთულესი გამოწვევების წინაშე ვართ

views 879
უკან

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, “რედიქს ჯგუფში“ 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან, დაახლოებით, 200 თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ.

ბიზნესმენი bm.ge-ისთან ინტერვიუში ყვება, რომ ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან.

მისი თქმით, „რედიქს ჯგუფმა“ 3 სასტუმროდან 2 სრულად დახურა; ასევე, მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე, უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია „კლუბი 71“.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ნაწილს, ბიზნესმენი ამბობს, რომ მოიჯარეების ქირის თანხის გადახდის შეჩერებას ითხოვენ. „მოიჯარეების 30% უკვე შემოვიდა თხოვნით, რომ გავუჩეროთ გადახდები. შესაბამისად, ჩვენც გვიწევს, რომ დასაქმებულებიც შევამციროთ“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

მისი თქმით, ჯერჯერობით, „რაც მუშაობს, სოფლის მეურნეობაა“, მაგრამ ამბობს, რომ გამოწვევა აქაც ბევრია.

ბიზნესმენის პროგნოზით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, კერძო სექტორის გარკვეული ნაწილი შექმნილი მდგომარეობიდან დიდ ხანს ვერ გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა