მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი წყალტუბოში ივანიშვილის გეგმებს აფასებს

5dc1d44b4580f
BM.GE
05.11.19 23:46
2038
"როცა ჩნდება ასეთი მოთამაშე (ივანიშვილი) და კაპიტალი მოდის, უკვე ადვილია კრედიტების აწევაც", - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა "იმედის" ეთერში წყალტუბოში ბიძინა ივანიშვილის გეგმების შეფასებისას გააკეთა.

„იმდენად რამდენადაც ძალიან საწყის ეტაპზე ვართ განვითარების მაინც... აი ახლა უბრუნდება ძველ სიმაღლეებს ტურიზმი და ტურიზმი მარტო ვერ იქნება წამყვანი, იმიტომ რომ მას მიჰყვება კვების ინდუსტრია, სადაც ძალიან ბევრია საკეთებელი ამ ქვეყანაში... ინფრასტრუქტურა.. ფეხდაფეხ ერთად მივდივართ პრაქტიკულად, ამდენად განუზომლად მაღალი რისკებია. იცით რომ კაპიტალის ნაკლებობაა ჩვენნაირ ქვეყანებში ზოგადად. ამდენად როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, უკვე ადვილია კრედიტების აწევაც და ადვილდება ცხოვრება ბიზნესისთვის“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის, როგორც დეველოპერული კომპანიის დირექტორისთვის ყველა ამგვარი პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მის განხორციელებაში არ მონაწილეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.