მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილის სასტუმრო "მუზა", სავარაუდოდ, წელიწადნახევარში გაიხსნება

5e25a5365bbd5
მარიამ ადამია
21.01.20 09:45
2169
თბილისში, კოსტავაზე ფილარმონიის გვერდით, ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე ლაშა პაპაშვილი, ევროპული სტილის 4-ვარსკვლავიან სასტუმროს წელიწადნახევარში გახსნის.

ამის შესახებ ბიზნესმენმა Bm.ge-ისთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება 35-ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო.

„ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, მარტში დასრულდება, სარემონტო სამუშაოებს კი, წელიწად-ნახევარი დასჭირდება და ეს იქნება იმავე ტიპის, რაც ავაშენეთ სიღნაღში, ვგულისხმობ სასტუმრო „კაბადონს“. რაც შეეხება ინვესტიციას, რეკონტრუქცია-მშენებლობაზე და მოპირკეთებაზე, დააახლოებით, 7-8 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

ინფორმაციისთვის: კოსტავას 27-ში, უძრავ ძეგლზე რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტზე სანებართვო მოწმობა პირველად 2009 წლის 16 მარტსაა გაცემული, თუმცა ამ წლების განმავლობაში ვადა 3-ჯერ გაგრძელდა.

რატომ მოხდა ობიექტზე 2009 წლიდან ნებართვის ვადის გაგრძელება, ამაზე პაპაშვილი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წითელ ხაზებთან დაკავშირებით პრობლემები იყო. შესაბამისად, მისი თქმით, მშენებლობის გაჭიანურება ამან განაპირობა.