მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ქავთარაძე - რა იქნება საქართველოს ეკონომიკის გამოწვევა მომდევნო 10 წლის განმავლობაში?

5e4bb76aae9d6
BM.GE
18.02.20 14:35
1720
Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საკუთარ Facebook-ზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გამოაქვეყნა სტატუსი. ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანაში განათლების რეფორმა, ადგილობრივი დანაზოგების ზრდა და ადგილობრივი წარმოების განვითარება უნდა იყოს. 

"ბოლო 10 წელში, მოხმარების წილს მშპ-ში შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე რჩება (80%-ზე მეტი). მიუხედავად ინვესტიციების წილი მშპ-ში ამავე პერიოდში დაახ. 8%-ლი პუნქტით გაიზარდა, ის მაინც 30%-ზე ქვემოთაა. ამასთან, ინვესტიციებისთვის ეროვნული დანაზოგები არასაკმარისია - ძალიან დაბალია კერძო დანაზოგების დონე, რომელიც მშპ-ში მიმდინარედ დაახ. 16-17%-ის ფარგლებში მერყეობს. საქონლის ექსპორტის წილი მშპ-ში გაზრდილია, თუმცა ზრდის წარმმართველი რეექსპორტია. საქონლის იმპორტის წილი მშპ-ში კი იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე საქონლის ექსპორტის. პოზიტიურია ის, რომ მომსახურების ექსპორტია გაზრდილი ტურიზმის ხარჯზე...

აქედან გამომდინარე, შემდგომი 10 წლის ამოცანა უნდა წარმოადგენდეს:

1) გავზარდოთ კერძო დანაზოგების დონე თუ გვინდა რომ ეკონომიკის დონე ამაღლდეს და ზრდა იყოს მდგრადი (კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემა ერთ-ერთი დადებითია ამ კუთხით);

2) გაფართოვდეს წარმოების ბაზა და ექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ზრდით იყოს განპირობებული; 

3) საჭიროა სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა და იმ მოცულობის პროდუქტის წარმოება, რომ 10%-მდე მაინც ჩანაცვლდეს იმპორტი; 

4) და მაინც ნებისმიერი ზემოთ დასახელებული ან არდასახელებული ამოცანების საფუძველი არის კვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც საჭიროა განათლების სფეროს სწორი რეფორმირება,"- წერს ლაშა ქავთარაძე.