30.ნოემბერი.2015 16:11
ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის განაკვეთი 4-5 ლარით იზრდება

ლაშა ხუციშვილი: ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე  აქციზის განაკვეთი 4-5 ლარით იზრდება
ფნანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განმარტავს, რომ თამბაქოზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხრიდან, ფინანსთა სამინისტროსთან სამი შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, ბიზნესმა წლის დასაწყისშივე იცოდა, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის ზრდა იგეგმებოდა.

"თამბაქოსთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროსთან სამი შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, იყო შეხვედრები ბიზნესომბუდსმენთან. ჩვენ მივიღეთ მათგან ყველა ინფორმაცია, რაც იყო საჭირო, რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მათ წლის დასაწყისშივე იცოდნენ, რომ აქციზის გაზრდა იგეგმებოდა და ეს ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილია. იმისთვის, რომ ბიზნეს არ ქონდეს პრობლემა ერთბაშად ყველა ვალდებულების აღების, ეს ხდება ყოველწლიურად და მცირე ოდენობებით. კომპანიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ისინი თქვენს ეთერში საუბრობდნენ ხუთწლიან გეგმაზე და ა.შ., მათ უკვე გადაგზავნილი ჰქონდათ ჩვენგან 8-10 წლიანი სამოქმედო გეგმა აქციზსთან მიმართებაში. ჩვენ დღესაც ველოდებით მათ პოზიციას, რომ შეჯერებული ვარიანტით მოხდეს ამ გრაფიკის გაწერა. ამ სტრატეგიის საბოლოო მიზანია, რომ შესრულდეს ევროდირექტივა, რომელიც კონკრეტულად აქციზის განაკვეთთან მიმართებაშია მიღებული და ეს გეგმა ითვალსწინებს 8-10 წლიან ზრდის ტენდენციას, გრაფიკს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დირექტივის შესრულება უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან," - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შსახებ, რომ ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზი შსაძლოა 10 ლარით გაიზარდოს მცდარია.

"გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე 10 ლარით იზრდება აქციზი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქციზის მაქსიმალური განაკვეთი 4–5 ლარით იზრდება ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე. ჰარმონიზაციას რაც შეეხება, ასეთი ტიპის გადასახადის ტრანსფორმაციაზე ფინანსთა სამინისტროს უარი არ უთქვამს. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ გააგრძელონ მუშაობა. ალკოჰოლის ნაწილში, აქციზის განაკვეთის ზრდა ფისკალურად დიდი შედეგის მომტანი არ არის და ეს უფრო ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული ცვლილებებია. თაქმბაქოსთან მიმართებაში ბევრად ადრე იყო დაწყებული მუშაობა, ვიდრე ეს ინიცირებული იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მთავრობის მიერ. ეს ცვლილებები შეთანხმებულია, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და ყველა საერთაშორისო თუ ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას მოითხოვს," - განმარტავს ლაშა ხუციშვილი.
 

23.აპრილი.2019 00:01
595

„სად წავა წყალი - ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის... არც პანკისის ხეობას ემუქრება საფრთხე“

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:20
245

ანაკლიის პორტის პროექტი პრორუსული დეზინფორმაციის ეპიცენტრში

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:10
1096

„დაისვას კითხვა - რატომ აშენებენ განვითარებული ქვეყნები ჰესებს?“, - ენერგეტიკოსის მოსაზრება

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:00
65

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე: არიან ექსპერტები, რომლებიც არასწორ განმარტებებს აკეთებენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 22:20
64

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 2.5%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 22:00
91

"აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწაზე ვიმუშავებთ"

ვრცლად