მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

60928d6922495
ინგა მურუსიძე
05.05.21 16:21
630
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) გაიკეთა.

დღეს აიცრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

შეგახსენებთ: საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ქვეყანაში ამ დროისთვის 100 ათასი დოზა ვაქცინაა.