23.აგვისტო .2019 16:30

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

views 288
უკან

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 ათას ლარიან გირაოს არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ BM.GE–ს ღაჭავას ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა.

"იგი ფიქრობს, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან სააპელაციო სასამართლოც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ აღარ შეგვაქვს საჩივარი.

ლაურა ღაჭავას თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, მისი ქონება დაყადაღებულია. ამიტომ იგი ვინმეს სთხოვს უძრავი ქონების უზრუნველყოფით დაეხმაროს, ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დასრულდება", – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნის შედეგად ღაჭავამ სახელმწიფოს 2 160 955 ლარის ზიანი მიაყენა.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა