22.აგვისტო .2019 17:04

ლაურა ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

views 214
უკან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

როგორც BM.GE–ს მისმა ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა, ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, მას ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნის შედეგად ღაჭავამ სახელმწიფოს 2 160 955 ლარის ზიანი მიაყენა.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა