მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lavazza რუსეთის ბაზრიდან გავიდა

6257b192d85d0
მარიამ ადამია
14.04.22 22:07
931

იტალიური ყავისა და ყავის აპარატების მწარმოებელი კომპანია - Lavazza Group-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა 2021-2022 წლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებისას განაცხადეს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გასული წელი კომპანიისთვის, ფინანსური თვალსაზრისით,  საქონლის ფასების მკვეთრი ზრდისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო, არ იყო სტაბილური, რასაც უკვე მიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის ომი დაემატა. თუმცა მიუხედავად ამისა, 2021-2022 ფინანსურ წელს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Lavazza Group-ის ბრუნვამ, პირველად 2,3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

"Lavazza-მ გადაწყვიტა რუსეთში ყველა საქმიანობა შეაჩეროს და ფორსმაჟორული გარემოებებისა და პროდუქციის ბაზარზე მიწოდების შეფერხების გამო, დროებით შეწყვიტოს დისტრიბუცია უკრაინაშიც“, - წერს კომპანია გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, Lavazza-ის ბრენდის ქვეშ დამატებით Carte Noire, Merrild და Kicking Horse-იც ერთიანდება, შესაბამისად, შეზღუდვა მათაც შეეხებათ.

Lavazza Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ანტონიო ბარავალის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის  შეჭრის პირველივე დღიდან, კომპანია მხარს უჭერს დაზარალებულ მოქალაქეებს და მათ ჰუმანიტარულ დახმარებას მუდმივად აწვდის.