მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვი აზერბაიჯანში ჩავა

63f73b5157f5c
მარიამ ვარადაშვილი
23.02.23 14:14
802
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აზერბაიჯანში ჩადის. ლავროვის ბაქოში ვიზიტი 27-28 თებერვალს არის დაგეგმილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ლავროვი შეხვდება მის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ჩავა და იქ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.