თქვენთვის სასურველი და ხარისხიანი ავეჯის შერჩევა/დამზადება ინტერიერის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თქვენი ოცნებებისა და ყველაზე უჩვეულო ფანტაზიების რეალობად ქცევა საწარმო „ლაზიერისთვის“ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.
„ლაზიერი“ ქართული ბრენდია და ბაზარზე უკვე 9 წელია ოპერირებს. დაარსებიდან დღემდე კომპანიის მთავარი ღირებულება მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებაა. სწორედ ამიტომ არის „ლაზიერი“ ის ადგილი, სადაც მომხმარებლის სურვილები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ქართული ბრენდი, ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული ავეჯით, ადამიანებისთვის მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის, როგორც სახლებსა და ოფისებში, ისე საზოგადოებრივ ადგილებში, რის გამოც წლებია მზარდ სიყვარულსა და პოპულარობას აგროვებს ქართველ მომხმარებლებში.
აქ დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ევროპული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად, შეთანხმებულ ვადასა და კომფორტულ გარემოში, ხელმისაწვდომ ფასად დაგიმზადებენ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს.
მრავალი წელია, „ლაზიერი“ მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ კომპანიებთან საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კომპანიის პორტფოლიო 1500-ზე მეტ წარმატებულ პროექტს მოიცავს, მათ შორისაა: ქუთაისისა და ამბროლაურის აეროპორტები, „თიბისის“, „საქართველოს“ და „პაშა“ ბანკის ოფისები, სასტუმრო „შერატონის“, „ჰოლიდეი ინნის“, „გოლდენ ტულუპის“ პროექტები, ამასთანავე, კომპანიამ იმუშავა ისეთ მუზეუმ-სასტუმროების პროექტებზე, როგორებიცაა „ფასკუნჯი რეზიდენსი“ და „მაქმანი“, ასევე „ბიოლი ველნესს რეზორტი“, „ლოპოტა სპა რეზორტი“ და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის ტრაგიკული წყალდიდობის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ კონსტრუქციის მეტალისა და კორიანის ნაწილი სწორედ კომპანია „ლაზიერმა“ ააგო, რომელიც „მზიურის“ პარკშია განთავსებული.
წარმოების შესახებ
ქართული საწარმო უახლესი ევროპული, გერმანული-იტალიური-ესპანური და სხვა დარგის წამყვანი კომპანიების მიერ, სპეციალურად „ლაზიერისთვის“ დამზადებული არასტანდარტული დანადგარებით არის აღჭურვილი. ეს ყოველივე კომპანიას მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების, („ემდეეეფი”, “ლამინატი”, „ეიჩპიელი“ ),კორიანის (DuPont’s Co rian®), ნეოლითის (The Size’s Neolith®), მეტალისა და სხვა თანამედროვე კომპოზიტური მასალების სწორი ტექნოლოგიით დამუშავების შესაძლებლობას აძლევს.
„ლაზიერში“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს და დააკვირდეს მისთვის განკუთვნილი ნაკეთობის წარმოების მიმდინარეობასაც.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის - Lignum Consulting-ის ექსპერტებთან. სწორედ მათთან პარტნიორობით განხორციელდა და ვითარდება წარმოების სტანდარტიზაციის პროექტი.
წარმომადგენლები მუდმივად ეცნობიან დასავლურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, შედეგად, „ლაზიერში“, პროდუქციის ხარისხის უწყვეტად გასაუმჯობესებლად, ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიები ინერგება.
რას მოიცავს „ლაზიერის“ მომსახურების ციკლი?
„ლაზიერის“ მომხახურების ციკლი ავეჯის დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ყველა ეტაპს გულისხმობს; კერძოდ:
• ავეჯის ფუნქციური დატვირთვის ზუსტ განსაზღვრას;
• დიზაინის ელემენტების ჩამოყალიბებას;
• მასალებისა და მექანიზმების ოპტიმალურად შერჩევას;
• საბოლოო პროექტის შეთანხმება-დადასტურებას.
აღსანიშნავია, რომ წარმოების ყველა პროცესი ერთ სივრცეში მიმდინარეობს.
მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის კომპანიის წარმომადგენლებთან სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობა და ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი, კომპეტენტური პასუხის მიღება.
სწორედ ამიტომ არის ქართული კომპანია „ლაზიერი“ ის სივრცე, სადაც თქვენს ყველაზე უჩვეულო ფანტაზიებსა და ოცნებებს, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები აუცილებლად აქცევენ რეალობად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი