მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEAVINGSTONE: შემოსავლები, დაახლოებით, 15%-ით შეგვიმცირდა

5eef42633f691
ანუკა ჯოხაძე
21.06.20 18:10
1434
"6 თვიან ჭრილში თუ შევხედავთ, წინა წელთან შედარებით შემოსავლები დაახლოებით, 15%-ით შეგვიმცირდა”, - ამის შესახებ LEAVINGSTONE-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა ერეკლე ზურმუხტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სტიმულირების პაკეტი, გარკვეულწილად კრეატიულ სექტორში მომუშავე კომპანიებსაც შეეხო, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათებით ისარგებლეს, თუმცა ზურმუხტაშვილის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სექტორი ყველაზე მეტად სწორედ ადამიანურ კაპიტალზეა დამოკიდებული, ამ მიმართულებით თუ კიდევ იქნება შეღავათები, ეს ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს.

“ჯამურად, 6 თვის ჭრილში თუ შევხედავთ წინა წელთან შედარებით შემოსავლები, დაახლოებით, 15%-ით შეგვიმცირდა. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც იყო დაანონსებული საგადასახადო შეღავათების ნაწილში, ცალსახად შეგვეხო, ვგულისხმობ საშემოსავლო გადასახადების ნაწილში დაწესებულ შეღავათებს ხელფასის გარკვეულ ზღვრამდე და არა იმდენად ჩვენი ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე. გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტი შეღავათი ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მეტად შემცირდება და რადგან ისედაც დიდი დანაკლისი აქვს ბიუჯეტს, ამიტომ რთული იქნება რამის მოთხოვნა, მაგრამ თუ არის რაიმე კიდევ დამატებითი შეღავათების საშუალება, ისევ საშემოსავლო გადასახადის ნაწილია ჩვენთვის ყველაზე აქტუალური”, - ამბობს ერეკლე ზურმუხტაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, LEAVINGSTONE-ის ოპერაციების მართვის დირექტორის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მეორე ტალღა არ იქნება, შემოდგომიდან კრეატიული ინდუსტრიის ბაზარი გააქტიურდება.